11:56, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არქიტექტორთა კავშირს სახელმწიფო ქონებას ართმევს

09.03.2009
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას სახელმწიფომ ქონება წაართვა. 163 კვ.მ ფართობი, მდებარე ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ისე აღმოჩნდა, რომ ტექ.ბიუროს მონაცემებით, ქონება არქიტექტორთა სახელზეა რეგისტრირებული.

„ფართობი, ჩვენ აჭარის მინისტრთა საბჭოს 1975 წლის დადგენილების საფუძველზე გადმოგვეცა. დადგენილება არ გაუქმებულა, ტექ.ბიუროს მონაცემებშიც ფართობი ჩვენია და გაუგებარია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება როგორ გახდა.  ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შევიტანეთ. მიმდინარეობს დავა, მაგრამ მიუხედავად ამისა შენობა დაგვილუქეს“, – აცხადებს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ გოგიტიძე.

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს კავშირის შენობის კარი აჭედილი და ბოქლომდადებული დახვდათ. ამასთან დაკავშირებით მათ სამართალდამცავებს მიმართეს. არქიტექტორთა კავშირში, ამჟამად, დაახლოებით 250 წევრზე მეტია. ისინი სამართლის ძიებას სტრასბურგის სასამართლომდე აპირებენ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC