კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა“7 ნოემბრის” აქციის მონაწილეები დაარბიეს

10 მარტი, 2009

აბაშიძის ქუჩაზე, იაპონურ რესტორან “სუშიბარ”-თან მოძრაობა “7 ნოემბრის” წარმომადგენლებსა და პატრულს შორის ინციდენტი მოხდა.

“7 ნოემბრის” წევრის  ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  ორგანიზაციის წევრები და მათი მხარდამჭერები, დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდა, აბაშიძის ქუჩაზე რესტორან “სუშიბარ”-თან მივიდა, სადაც იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებას მართავდა. გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი რესტორნის წინ მშვიდობიან აქციას მართავდნენ. აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით ისმოდა შეძახილები - “წადი, წადი!”. რამდენიმე წუთში ადგილზე სოდ-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნები მივიდნენ. პოლიციის სიმრავლის გამო, აქციის მონაწილეები არაყიშვილის ქუჩისკენ გაიქცნენ და პოლიციელები მათ დაედევნენ.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, ამ ინციდენტის შედეგად მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრებიდან არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, მოსახლეობამ პოლიციას მინის ქილები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. აქციის მონაწილეებმა არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე “კონსერვატორების” ოფისს შეაფარეს თავი, რითაც ინციდენტი დასრულდა.

წყარო : ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები