კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ საჯაია საპროტესტო აქციას განაგრძობს

11 მარტი, 2009

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ საჯაია წყნეთში საპროტესტო აქციას მხარდამჭერებთან ერთად განაგრძობს.

ჯემალ საჯაია კატეგორიულად უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საპროტესტო აქცია შეწყვიტა.

მისი თქმით, შიმშილობის აქცია, რომელიც წყნეთში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 11 თებერვალს უკანონოდ  გამოსახლების შემდეგ დაიწყო, გრძელდება და მის აქციას აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები _ ელზა ჩიქობავა, ბორის გოგუა, ზურაბ ქალდანი, ლალი ომანაძე, ნონა მეშველიანი და აფხაზეთის ომის ვეტერანი, ინვალიდი ალექსანდრე კოპალიანი შეუერთდნენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ნუგზარ მგალობლიშვილის მტკიცებით, სამართალდამცავების მიერ ჯემალ საჯაიას საცხოვრებელი ბინიდან უკანონოდ გამოსახლების მიზეზები გაირკვა. მისი ინფორმაციით, ჯემალ საჯაიას მრავალშვილიანი ოჯახის უკანონოდ გამოსახლება თბილისის ყოფილ ვიცე-მერს მალხაზ ჩაჩავას უკავშირდება, რომლის რძლის სახელზეც  უკანონოდ არის გაფორმებული ჯემალ საჯაიას საცხოვრებელი ფართის დეპუტატ მერაბ სამადაშვილის დედისგან ყიდვა.

დეპუტატ ნუგზარ მგალობლიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა მერაბ სამადაშვილმა  საჯაიას საცხოვრებელი ფართის წართმევა კანონიერი გზით იმის გამო ვერ შეძლო, რომ ფართი გაყალბებული საბუთებით, გარდაცვლილი მოქალაქისგან ჰქონდა შეძენილი, მან თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, ჯემალ საჯაიას ფართი მალხაზ ჩაჩავას ოჯახს მიჰყიდა.

მისივე თქმით, დეპუტატმა მერაბ სამადაშვილმა საჯაიას მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცავებს პირველად 2005 წლის ზაფხულში გამოასახლებინა. მეორედ საჯაიების ოჯახი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოასახლეს. ჯემალ საჯაიამ კანონიერების აღდგენის მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართა, იგი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა  მოინახულეს, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილი საჯაიების მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებლიდან გამოსახლების საქმის განხილვა და სამართლიანობის აღდგენა არავის უცდია.

მედიანიუსი

ახალი ამბები