კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსული მედიის ცნობით, “ბორჯომის” მფლობელი რუსული კომპანია გახდება

13 მარტი, 2009

რუსული გამოცემა “იზვესტიის” ინფორმაციით, რუსული კომპანია “ვიმ-ბილ-დანი” ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის” ჩამოსხმის 25-წლიან ლიცენზიას მიიღებს.
 
გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ “ბორჯომის” ჩამოსხმის ლიცენზიაზე გამოცხადებული ტენდერი მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და ლიცენზიას “ვიმ-ბილ-დანი” ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით  ტენდერი დახურული ხასიათისაა და მასში მონაწილე კომპანიების დასახელება კონფიდენციალურია.
 
სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტს გამოქვეყნდება ტენდერში მონაწილე კომპანიების რიცხვი, მაგრამ მათი სახელწოდება კვლავ კონფიდენციალური იქნება.
 
“ბორჯომის” ჩამოსხმის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 მილიონ აშშ დოლლარს შეადგენს.
 
გთავაზობთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც რუსული კაპიტალი აკონტროლებს:”თელასი”, “მტკვარი ენერგეტიკა”, “ხრამი1”, “ხრამი2”, “ლუკოილ ჯორჯია”, “ვითიბი ბანკ ჯორჯია”, “მადნეული”, “ტრანსჯორჯიან რესურსიზ”, “კვარციტი”, “აზოტი”, “ენერჯი ინვესტი”, “იტერა საქართველო”, “უშბა”, “ბილაინი”, “მულტიპლექსი”, “ენერგოპროჯორჯია” და ა.შ.

მედიანიუსი

ახალი ამბები