კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით შსს-თან აქცია გაიმართა

19 მარტი, 2009

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და 9 აპრილის ახალგაზრდული საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენლებმა  გუშინ გორში დაკავებული მოძრაობის აქტივისტის კახა ქარელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველდღიურად მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. როგორც ოქრუაშვილის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლერი ლაფაჩი აცხადებს, კახა ქარელი  დაკავებულია უმიზეზოდ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი აქტიური აქტივისტია გორის რაიონში.

„კახა ქარელი გუშინ  სოფელ ტყვიავში მორიგე პატრულის თანამშრომელმა დააკავა.  ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კახა ქარელი მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევიდა. პოლიციის არგუმენტია, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პატრულის თანამშრომელს. ამ მიზეზით 25-დღიანი წინასწარი პატიმრობით კახა ქარელი იზოლატორში გადაიყვანეს. ყველასათვის ცხადია,  თუ რატომ ხორციელდება მსგავსი სადამსჯელო ღონისძიებები ოპოზიციის აქტივისტების მიმართ. კახა ქარელის დაკავების რეალური მიზეზი 9 აპრილს დაგეგმილი აქციისთვის მისი აქტიურობაა“. - განაცხადა ლერი ლაფაჩმა.

9 აპრილის ახალგაზრდული საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებმა ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყეს.

ოქრუაშვილის პარტიის მომხრეები კახა ქარელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას ქალაქ გორში გამართავენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები