კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუშები კუთვნილ 3 თვის ხელფასს ითხოვენ

19 მარტი, 2009

ბათუმის მერიასა და სამშებელო კომპანია „ჯი-აი-სი“-ს შორის არსებული გაურკვევლობა  კომპანიაში დასაქმებულ 20 მუშაზე აისახა. მათ 7 თვიანი მუშაობის შემდეგ, 3 თვის კუთვნილი ხელფასი ჯერ კიდევ არ აუღიათ.

სამშენებლო კომპანია „ჯი აი ეს“-მა ტენდერში გამარჯვების შემდეგ, მერიის დაკვეთით ბათუმის #3 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები  გასულ წელს დაიწყო. აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შემდეგ კომპანიამ მშენებლები გაათავისუფლა და 7 თვის სახელფასო დავალიანებიდან მათ მხოლოდ 4 თვის სარგო გადაუხადა.

„ხელფასის გაცემაზე  ძალიან დიდი პრობლემები იყო ყოველთვის. ეხლაც ორი-სამი თვე გავიდა და ხელფასები ჯერ კიდევ არ  მოუციათ. Mმიზეზად   აგვისტოს მოვლენებს ასახელებენ.  დეკემბრის ბოლოს  მოგვცეს მხოლოდ 200-200 ლარი, მაშინ როცა 1500 ლარამდე მიწევდა“ -  აცხადებს ერთ-ერთი მუშა.

კომპანიაზე განაწყენებული  მუშების თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს ანაზღაურების გადახდა არაერთხელ თხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

მეორეს მხრივ კი, ბათუმის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება 2008 წლის 17 დეკემბერს მერიამ გააუქმა. საფუძვლად, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გელა მახარაძე კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს: „ჯი აი ეს“ - მა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვებზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ის ვალდებული იყო საბავშვო ბაგა-ბაღი გაერემონტებინა. მერიამ არაერთხელ გაუგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.  მერიას კი  მისაცემი კომპანიაზე არაფერი აქვს, არამედ კომპანიას პირგასატეხლოს სახით 42 ათასი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული“.

სამშენებლო კომპანიაში  კომენტარს არ აკეთებენ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები