კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილის დედა ექიმის დასჯას ითხოვს

20 მარტი, 2009

2009 წლის 5 თებერვალს შპს "ჯანმრთელობა" წნორის საავადმყოფოში გარდაცვლილი 17 წლის გოდერძი ჯანყარაშვილის დედა ეკა ფოლადაშვილი საავადმყოფოს მთავარი ექიმის გოგი ნიკვაშვილის დასჯას ითხოვს.

ეკა ფოლადაშვილის თქმით,  მოკვლევის დაწყების და ექიმის დასჯის მოთხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და კახეთის საოლქო პროკურატურას უკვე მიმართა. "გოდერძი წნორის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ექიმ ნიკვაშვილს ოპერაცია 2 საათის დაგვიანებით რომ არ დაეწყო და შეცდომები არ დაეშვა, ჩემი შვილი გადარჩებოდა. ნიკვაშვილს ქირურგიულ ჩარევამდე ვთხოვეთ, რომ ოპერაცია სხვა ექიმს გაეკეთებინა, მაგრამ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. როცა ბავშვი გაჭრეს და ოპერაცია დაასრულეს, აღმოჩნდა, რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს და გოდერძი ხელმეორედ გაჭრეს, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა კიდეც", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფის მთავარ ექიმს გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორიის გაცნობა მოსთხოვეს, რაზედაც უარი მიიღეს.

გარდაცვლილის დედის ბრალდებებთან დაკავშირებით წნორის საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი გოგი ნიკვაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები