კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებს გაეცნო

24 მარტი, 2009

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კახეთში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებს გაეცნო.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განსახლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დევნილებმა აღნიშნეს, რომ 16 წლის შემდეგ, ამჯერად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მათ საცხოვრებლიდან, მათი ნების საწინააღმდეგოდ ასახლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ თავშესაფრიდან `სპეცრაზმის მეშვეობით გაათრევენ~. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე სთხოვეს მონიტორინგი გაუწიონ განსახლების პროცესის ფარგლებში დევნილთა საცხოვრებლად გამიზნულ შენობებში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვას. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები