კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის

24 მარტი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კახეთში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს.

როგორც პროექტის დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა განაცხადა, პროექტის მთავარი მიზანი იყო პრივატიზაციის პროცესში საჯარო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და ჩართვა ამ პროცესის მიმდინარეობაში.

`მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პრივატიზაციის პროცესი ქაოტურად და გაჭიანურებულად მიმდინარეობს. მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა პროცესის სამარათლიანად წარმართვის საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესში მონაწილე საჯარო დაწესებულებებს არ გააჩნიათ ხარისხიანი ინფორმაცია პრივატიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისათვის~, - აღნიშნავს ალექსიშვილი.

არასამთავრობოებმა პრივატიზაციის პროცესის სამართლიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე აგრარულ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს რეკომენდაციები წარუდგინეს.

პროექტის დირექტორის ლევან ალექსიშვილის ინფორმაციით, წარდგენილ რეკომენდაციებს საპარლამენტო კომიტეტებში უახლოეს დღეებში განიხილავენ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები