კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საავადმყოფოს თანამშრომლები იანვრისა და თებერვლის ხელფასებს ითხოვენ

24 მარტი, 2009

გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასებს ითხოვენ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სახელფასო დავალიანება სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია. ყველაზე დიდი დავალიანება კი სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ს ჰქონია.

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში 140 ადამიანია დასაქმებული.
უნდა აღინიშნოს, რომ იანვრისა და თებერვლის თვეების ხელფასი ამ დრომდე არც კახეთის პოლიკლინიკების ათასამდე თანამშრომელს მიუღია.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები