კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობის “რატომ?”-ის პრეზენტაცია გაიმართა

25 მარტი, 2009

თბილისში,  თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასველში ახალგაზრდული მოძრაობის “რატომ?”-ის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ მოძრაობა “რატომის?” დაფუძნებლები: ირაკლი კორძაია, ლუკა წულაძე, ნათია ქობალია, მერაბ ჭიქაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, ლევან ლაგვილავა და ავთო კიკალიშვილი.
 
როგორც ლუკა წულაძემ განაცხადა, აქამდე მათი მოძრაობა საზოგადოებამ პლაკატებითა და ქუჩის წარწერებით გაიცნო, ახლა კი მათ გადაწყვიტეს, რომ იატაკქვეშეთიდან გამოვიდნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური სამოქალაქო წინააღმდეგობა დაიწყონ.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის მერაბ ჭიქაშვილის განცახდებით, დღეიდან  “რატომ” მოქმედების ღია და აქტიურ ფაზაზე გადადის.

“ჩვენი მოძრაობა რადიკალური, მაგრამ მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით შეეცდება აიძულოს მოძალადე ხელისუფლება საზოგადოებაში გაუცემელ კითხვებზე პასუხი აგოს, “რატომ?” ეს არის კითხვა, ეს არის ვერდიქტი, რომელიც საზოგადოებამ არსებულ რეჟიმს უკვე დიდი ხანია გამოუტანა.ამ ვერდიქტს ჩვენ გამგეობებში, საკრებულოებში, სამინისტროებში, ყველა სახლმწიფო უწყებასა და მათ შორის პრეზიდენტის კაბინეტშიც შევიტანთ,”- განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

სამოქალაქო წინააღმდეგობის “რატომ?” წარმომადგენლების თქმით, თუ დემოკრატია და თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს, მათი მოძრაობის წევრები მზად არიან ეს მსხვერპლნი თავად გახდნენ.

მიწისქვეშა  გადასასვლელში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ  მოძრაობის წევრები თავისუფლების მოედანზე გამოვიდნენ და პირველი აქციაც გამართეს. აქტივისტებმა თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე “რატომ”-ის პლაკატები გააკრეს.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები