კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკები "სახალხო ბანკის" ფილიალებიდან საარსებო შემწეობებს ვერ იღებენ

27 მარტი, 2009

როგორც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებმა გვაცნობეს, "სახალხო ბანკის" ფილიალებიდან სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნულ საარსებო შემწეობებს ვერ იღებენ.

ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის ლიდა ქოქოევას განმარტებით, "სახალხო ბანკის" გურჯაანის ფილიალს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ მიაკითხა, მაგრამ კუთვნილი შემწეობა, ბანკის სალაროში თანხის უქონლობის მიზეზით, ვერცერთხელ ვერ აიღო.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ საარსებო შემწეობების გასაცემად საჭირო თანხები "სახალხო ბანკს" მარტის თვის ჩათვლით სრულად აქვს ჩარიცხული.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები