კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ გურჯაანის და სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლების დირექტორები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

27 მარტი, 2009

სამეურვეო საბჭოს წევრებმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის და სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლების დირექტორები მარინა უტიაშვილი და ნონა აჩუაშვილი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

სამეურვეო საბჭოს წევრთა განცხადებით, საბჭომ ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ აღნიშნული სკოლების შემოწმების შედეგად დაწერილი დასკვნის საფუძველზე მიიღო.

ქ. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტის დარეჯან ბურდიაშვილის განმარტებით, სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმები განათლების სამინისტროში დღეს გაიგზავნება, რათა მინისტრმა შესაბამისი ბრძანებები გამოსცეს.

როგორც ცნობილია, ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორს სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებოდნენ და მას კორუფციაში ადანაშაულებდნენ. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორს მარინე უტიაშვილს კი პედაგოგები სასამართლოსა და პროკურატურაში უჩიოდნენ. სკოლის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. სანდო წყაროს ცნობით, გამოძიება რამდენიმე დღეში დასრულდება და მარინე უტიაშვილი, შესაძლოა, დააკავონ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები