კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" მისულ უკმაყოფილო აბონენტებს უცენზურო სიტყვებით აგინებენ

27 მარტი, 2009

ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია", რომელსაც 15 იანვრიდან ლიტვური კომპანია "ახემა ჯგუფი" მართავს, რეგიონში მომხმარებლებისგან თანხის გამოძალვას აგრძელებს. აბონენტების საჩივრების მიუხედავად, აღნიშნული ფაქტებით არც სემეკი, არც ენერგოომბუდსმენი, არც შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი და არც ხელისუფლება არ ინტერესდება.

"კომუნალური მრიცხველის ჩვენებით გვახდევინებენ გადასახადს და იმაზე მეტს ვიხდით, ვიდრე მოვიხმარეთ, მაგრამ, დამატებით სხვა თანხების გადახდასაც გვაიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროენერგიის გათიშვით გვემუქრებიან. დეტალების გარკვევის მიზნით, "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" ვრეკავთ, მაგრამ პასუხს არავინ გვაძლევს. იქ მისულებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, უცენზურო სიტყვებით გვაგინეს და გამოგვყარეს" - აცხადებენ უკმაყოფილო აბონენტები.

ს/ს/ "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" კონკრეტულ საქმეზე ჩვენც დავუკავშირდით. ჯერ ბუღალტერიაში, შემდეგ აღრიცხვის სამსახურში, შემდეგ ადმინისტრატორთან და ბოლოს იურისტთან, რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით მიგვეღო პასუხი, საიდან დაერიცხა ერთ-ერთ აბონენტს 211 ლარი მარტის თვეში, თან მაშინ, როდესაც კონკრეტულ აბონენტს წინასწარ აქვს თანხა გადახდილი და ენერგოკომპანიას აქვს მისი დავალიანება. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტს აღნიშნულის დამადასტურებელი შედარების აქტიც აქვს, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მას მითითებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით მაინც ემუქრებიან. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წარმომადგენლებმა, ბუღალტერმა, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა, ადმინისტრატორმა ხათუნა დემინაშვილმა და იურისტმა ეკა ჩილინდრიშვილმა, განმარტების ნაცვლად, ჩვენც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები