კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის რაიონში ნაწლავური ინფექციების აფეთქებაა მოსალოდნელი

1 აპრილი, 2009

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელში სასმელი წყალი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. სპეციალისტებმა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ სასმელ წყალში მაღალია კოლიინდექსი, რაც მუნიციპალიტეტში ნაწლავური ინფექციების აფეთქების საშიშროებას ქმნის.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში ქალაქ ლაგოდეხში სასმელი წყლის საკონტროლო წერტილებიდან ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა 143-ჯერ და დარღვევა გამოვლინდა 139-ჯერ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასმელი წყლის სანიტარულ – ქიმიურ მაჩვენებლებზე გამოკვლეულია 302 ნიმუში. ანალიზების შედეგად დარღვევა გამოვლინდა 406-ჯერ.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნუნუ ნოზაძის განცხადებით, როგორც ქალაქში, ასევე რაიონის ყველა სოფელში სასმელი წყალი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. "მაღალია კოლიინდექსი და არის სხვა დარღვევებიც. ამ ეტაპზე რაიონში ნაწლავური ინფექციები მასობრივად გავრცელებული არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სასმელი წყლის სტანდარტებთან შესაბამისობის პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, ნაწლავური ინფექციები იფეთქებს", - განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები