კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვების დაბრუნების საკითხი ისევ გაურკვეველია

1 აპრილი, 2009

საგარეჯოს ტელეკომპანია "თვალის" ეთერში საინფორმაციო გამოშვება "დაიჯესტის" დაბრუნების საკითხი, ამ დრომდე ისევ გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა 2008 წლის აგვისტოში შეწყვიტა და მას შემდეგ `თვალი~ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პროგრამების რეტრანსლაციას ახდენს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტელეკომპანიის კორესპონდენტებმა განუცხადეს, ხელმძღვანელობის განმარტებით, საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ტელეკომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდა. ზუსტი მიზეზების გარკვეგვას შევეცადეთ, თუმცა ტელეკომპანიის დირექტორთან, თამარ ქურდოვანიძესთან დაკავშირება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ტელეკომპანია "თვალი", რომელიც საგარეჯოს რაიონში 1995 წლიდან 34-ე სატელევიზო დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გია ნაცვლიშვილის დედას, თამარ ქურდოვანიძეს ეკუთვნის.

ოფიციალური მონაცემებით, ტელეკომპანია საინფორმაციო – სარეკლამო მომსახურებისათვის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილის განცხადებით, გამგეობას ტელეკომპანიასთან დადებული კონტრაქტი არ გაუუქმებია. "შესაბამისად, მზად ვიყავით და ვართ ტელეკომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში თანხა გადავუხადოთ, მაგრამ ეთერში საინფორმაციო გამოშვებების დაბრუნება მაინც არ ხდება", - აღნიშნავს საგარეჯოს გამგებელი.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები