კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” პოლიციას აქციის დარბევაში ადანაშაულებს

3 აპრილი, 2009

 ზურაბ ნოღაიდელის პარტიის _  “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ინფორმაციით,  ბათუმში მათი ორგანიზაცია  ქუჩაში მშვიდობიან აქციას ატარებდა. სტუდენტები და მოძრაობის მომხრეები მოსახლეობას 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ და კედლებზე პლაკატებს აკრავდნენ.
 
მოულოდნელად, აქციის წევრებს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გვარჯალაძე, მისი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და მათი დარბევა დაიწყეს. აქციის წევრებს წაართვეს პლაკატები, საღებავები და ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას, მათ შორის, ქალებსაც, _ აცხადებენ ზურაბ ნოღაიდელის ორგანიზაციაში.

მედიანიუსი

ახალი ამბები