კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი არხის წინ გამართულ აქციაზე სამრთაცლდამცველებმა “რატომის” ოთხი წევრი დააკავეს

6 აპრილი, 2009

"პირველი არხის" შენობის წინ სამოქალაქო მოძრაობამ “რატომ?” არხის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ ფინანსური ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარდა ამ საკითხისა, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებასა და სუბიექტურობასაც აპროტესტებენ.

აქციის მსვლელობისას "რატომელებმა" ტელევიზის შენობის წინ სავალ ნაწილზე ორგანიზაციის ლოგოს წარწერების გაკეთება დაიწყეს, რაშიც იქვე მდგარმა სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს. ამის გამო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და  პოლიციელებმა ახალგაზრდები ტელევიზიის კიბეებიდან ორჯერ დააგორეს.

“ჩვენ ვაკეთებდით წარწერებს გზის სავალ ნაწილზე და რისი უფლებაც კანონით გვქონდა, პოლიციელებმა კი სრულიად უსაფუძვლოდ აგვიკრძალეს და ჩვენზე ფიზიკური ზეწოლაც განახორციელეს. "პირველმა არხმა" გამოაჩინა თავისი რეალური სახე. ახალგაზრდებს ვანო მერაბიშვილის ხალხი დაგვახვედრა და როგორც დაინახეთ, სასტიკი მეთოდებით გვისწორდებიან", _ განაცხადა  აქციის მსვლელობისას "რატომ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ ჭიქაშვილმა

“რატომელებმა” ტელევიზის წინ გამართული ჩხუბის შემდეგ აქცია კოსტავას ქუჩის ტროტუარზე განაგრძეს. Mმორიგი ინციდენტიც სწორედ ამ დროს მოხდა. მოულოდნელად სამართალდამცველები ტელეკომპანის კიბიდან დაბლა ჩამოვიდნენ და "რატომ"-ის ერთ-ერთი აქტივისტი ლუკა წულაძე  სცემეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოყვა. ამ ამბავს პოლიცილეებსა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოყვა და "რატომ"-ის ოთხი წევრი მერაბ ჭიქაშვილი, კახა ბეიტრიშვილი, ბაჩო ცომაია და გიორგი ზამბახიძე საპატრული პოლიციის მანქანით წაიყვანეს.

როგორც ,,რატომის”  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოიპოვეს
“ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს 17.00 საათზე, რუსთაველის თეატრის უკან, ჯამბულის # 4-ში ჩვენს მომხრეებთან ერთად  ვიკრიბებით და  18.00 საათზე დღეს მომხდარ ამბავთან და “რატომ"-ის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ”,_ აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

მედიანიუსი

ახალი ამბები