არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, ადვოკატთა პროფკავშირები და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია პროექტის „საზოგადოებრივი დამცველი“ განხორციელებას 7 აპრილიდან გეგმავენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციები 20 დღის განმავლობაში მონიტორინგს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებში ადვოკატი, უფლებადამცველი და ოპერატორი მუდმივად მანქანით იმოძრავებენ და ხელისუფლების მიერ დაშვებული კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გადაამოწმებენ.
„ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, ისინი დააფიქსირებენ ფაქტს და დაზარალებულს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
ასევე, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ რაიმე კანონდარღვევის შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 890 108 108 ან 890 109 109
მედიანიუსი