კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლში პოლიციამ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” 60-მდე წევრი და აქტივისტი დააკავა

9 აპრილი, 2009

წუხელ ქვემო ქართლში პოლიციამ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" 60-მდე წევრი და აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში, ძირითადად, რუსთავში მასობრივად დაიწყო ახალგაზრდების დაკავება, შემდეგ კი, პოლიცია იწყებდა იმის გარკვევას, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან. მოძრაობის წევრები და აქტივისტები დააკავეს, ხოლო დანარჩენები გაათავისუფლეს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული საკუთარი ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს და 20-დღიანი პატიმრობა მხოლოდ იმ მოტივით შეუფარდეს, რომ ახალგაზრდა სადარბაზოსთან უწმაწურ სიტყვებს ხმარობდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები