კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 აპრილს დაღუპულებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

9 აპრილი, 2009

საქართველოს კათოლიკოს-პარტრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველების  სულის მოსახსენებელი პარაკლისი პარლამენტის შენობის წინ, ამ თარიღის აღმნიშვნელ მემორიალთან გადაიხადა.

პარაკლისზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლითურთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,  "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მათ 20 წლის წინათ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს და დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, იგი 1989 წლის 9 აპრილს და დღევანდელ დღეს შორის პარალელებს ვერ ხედავს.

„თუ ოპოზიციას კონკრეტული წინადადებები აინტერესებს, მას საკონსტიტუციო, საარჩევნო და თვითმმართველობის რეფორმის სერიოზული პაკეტი შევთავაზეთ. ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოში წლების განმავლობაში  შიდა პოლიტიკური კამათი უპერსპექტივოდ მიმდინარეობდა. თუ მათ დიალოგი სურთ, ჩვენი შეთავაზება საკმარისია“, _ აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, 9 აპრილი ერთობის დღეა და ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანას სწორედ ერთიანობა სჭირდება, რადგან დაქუცმაცებული საქართველო წინ ვერ წავა.

 „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მას დღეს ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული განვითარებისათვის მოქალაქეების ხელახლა აქვთ საბრძოლველი. „თუმცა იმედი მაქვს, რომ წლევანდელ 9 აპრილს ეს წრე გაირღვევა და საქართველო უკეთესი მომავლით იცხოვრებს. ჩვენი მოთხოვნაა, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანას ნორმალურად განვითარების საშუალება მისცეს“, _ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ლევან გაჩეჩილაძემ კი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტმა დიალოგი ხალხთან და არ ოპოზიციის ლიდერებთან, უნდა გამართოს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები