კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქრუაშვილის პარტია ხელისუფლებას პარტიის წევრების დაშინებაში ადანაშაულებს

9 აპრილი, 2009

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ოპოზიციის აქტივისტების ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც „მედიანიუსს“ აღნიშნული მოძრაობიდან აცნობეს, გუშინ ადგილი ჰქონდა პარტიის წარმომადგენლების დაშინების კიდევ ერთი ფაქტს.

„რამდენიმე უცხო პირი საცხოვრებელ სახლთან დახვდა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს გიორგი ოქრუაშვილს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ ის და პარტიის კიდევ ორი წევრი _ ლაშა სირბილაძე და შოთა სხილაძე ჩამოშორდებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, ისევე, როგორც ეს მოხდა პარტის  ორი სხვა წევრის: ამირან იობაშვილისა და ზურა გიგუაშვილის შემთხვევაში“, _ აცხადებენ ოქრუაშვილის პარტიაში.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლებას აფრთხილებს, შეწყვიტოს მსგავი ზეწოლები და თუ ზემოთ აღნიშნულ სამ პირზე ან პარტიის რომელიმე წევრზე რაიმე სახის ქმედება განხორციელდება. პასუხისმგებლოაბ ხელისუფლებას დაეკისრება.

მედიანიუსი

ახალი ამბები