კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს დემოკრატიული პარტია დატოვა

9 აპრილი, 2009

გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს დემოკრატიული პარტია დატოვა, სადაც მას გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა.

როგორც დეპუტატმა „მედიანიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი სტრატეგიულ საკითხებზე მასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა. კერძოდ, მისი თქმით, პარტიას მიაჩნია, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წასვლის დრო არ დამდგარა.

„მხარს ვუჭერ თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად წასვლას.  მუდამ ამ პოზიციაზე ვიყავი, რაც დემოკრატიული პარტიისა და მისი ხელმძღვანელის, გია თორთლაძის პოზიციას ეწინააღმდეგება. ჩემი აზრით, პარტია 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე ხალხთან ერთად უნდა იყოს. თუმცა, პარტიაში ასე არ ფიქრობენ“, _ აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიული პარტიის დატოვებაზე მან შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსა“ და ანტიკრიზისული საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას კი დეპუტატი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს.

როგორც ცნობილია, ფრაქციასაც და საბჭოსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს. გიორგი ცაგარეიშვილი არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს.

მედიანიუსი

ახალი ამბები