კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მოდულის" შენობასთან „დედები სამშობლოსთვის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

9 აპრილი, 2009

დღეს ე.წ. მოდულის შენობასთან საზოგადოებრივი გაერთიანების „დედები სამშობლოსთვის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას მოუწოდეს, 9 აპრილს  არ გასცეს უკანონო ბრძანება  და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეები.

აღნიშნული გაერთიანების წევრმა, დავით გურამიშვილის შთამომავალმა ანა გურამიშვილმა ძალოვან სტრუქტურების წარმომადგენლებს სთხოვა გაიხსენონ საკუთარი დედები, დები, მეუღლეები და ნუ გამოიყენებენ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად.

„უბრალოდ ვთხოვთ, ამ ადამიანებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და დაგვიცვან ყოველგვარი ძალადობისგან, დადგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების გვერდით. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოება აღიქვან მათ ნაწილად და დაიცვან ისინი“, _ განაცხადა მსახიობმა ნატა მურვანიძემ.

ცნობისათვის: თბილისში, 9 აპრილს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით, აქციები პარლამენტის წინ, უნივერსიტეტთან, „საზოგადოებრივი მაუწყებელთან“, ავლაბრის რეზიდენციასთან და შავნაბადაზე გაიმართება.

მედიანიუსი

ახალი ამბები