კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილმა პოლიციელებმა კოლეგებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდეს

9 აპრილი, 2009

"თავისუფალი აზრი"ს სახლის ახალგაზრდულმა დარბაზმა ყოფილ პოლიციელებთან და სიმღერა “ტიტების” შემსრულებელ მომღერლებთან ერთად  შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მშვიდობიანი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა შსს-თან ტიტები მიიტანეს და სამინისტროს თანამშრომლებს, ლოზუნგით “არა ძალადობა”, სიმბოლურად, ეზოს წინ დაუტოვეს.

როგორც “მედიანიუსს” თავისუფალი აზრის სახლის ახალგაზრდული დარბაზის თავმჯდომარემ გიორგი თოფურიამ განუცხადა, ამ აქციით ქართველ სამართალდამცავებს მიმართავენ, რომ ხვალინდელ აქციაზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ. მისი თქმით, აქციაზე მათთან ერთად მისული არიან ის პოლიციელებიც, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს მაშინდელ ხელისუფლებას არ დაემორჩილნენ და საკუთარი თანამემულებიის წინააღმდეგ არ წავიდნენ.

“ჩვენ გვინდა გავახსენოთ პოლიციელებს, რომ ისინი არიან ქართველები და ხვალინდელ აქციაზე მათი მშვიდობიანი თანამემაულეები იკრიბებიან. Aამიტომ მოვუწოდებთ, არ აღმართონ ხელი ქართველ ხალხზე და არ დაუშვან ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ბრძანება. მიბაძონ იმ  ხალხს, რომლებიც 20 წლის წინ ამავე დღეს ხალხის გვერდით დადგნენ და უფროსების ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს. Dჩვენთან ერთად აქ მოსულები არიან ყოფილი შს მინისტრი ნი შოთა გორგოძე და ის მომღერლები, რომლებიც 9 აპრილისადმი მიძღვნილ სიმღერას "ტიტებს” ასრულებდნენ”- განაცხადა გიორგი თოფურია.

როგორც პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა  ბესო თამაზაშვილმა `მედიანიუსთან~ საუბრისას “ აღნიშნა, მას უნდა თავის  კოლეგებს შეახსენოს, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნება ხალხის გვერდით დგომაა.

“მე მინდა ვუთხრა შს სამინისტროს ახლანდელ თანამშრომლებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს აქ შეკრებილი ხალხი იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ბრძანებას არ დავემორჩილეთ და საზოგადოების გვერდით დავდეგით. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება”, _ განაცხადა ბესო თამაზაშვილმა

მედიანიუსი

ახალი ამბები