კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა დამცველი 9 აპრილს მომხდარ დარღვევბს აჯამებს

10 აპრილი, 2009

2009 წლის 09 04, ხუთშაბათი - 19:24

“საზოგადოებრივი დამცველი” ოფისი, ცხელი ხაზი:

14:30   ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე საჩხერეს გადასახვევთან, პატრულს აქვს გადაკეტილი თბილისისკენ მომავალი სავალი ნაწილი და არ ატარებს არანაირ ტრანსპორტს. დაახლოებით ერთ საათში პატრულის თანამშრომლებმა ნება დართეს თბილისისკენ გადაადგილებულიყო მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ბევრი სამარშრუტო ტაქსი და ავტობუსი იძულებულიყო უკან  გაბრუნებულიყო.

16:00 მარნეულში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ბადრი ქველიძე მარნეულის გამგეობის შენობიდან 300-400 მეტრის სიახლოვეს. სასამართლოს მიერ მას სეეფარდა 2 კვირით პატიმრობა. მისი დაკავება მოხდა სოდი-ს თანამშრომლების მიერ, მაშინ როდესაც იგი ახლობლებთან ერთად გამოვიდა საჩაიედან. მას უეცრად დაესხნენ თავს, ჩასვეს პატრულის მანქანაში და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემთხევეის მოწმეები იყვნენ როგორც დაკავებულის ახლობლები ასევე ქუჩაში შემთხვევით მიმავალი მოქალაქეები. დაკავებულს არ განუმარტეს თავისი უფლებები  და დაკავების ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, იმ მოტივით, რომ თუ ოქმს ხელს მოაწერდა მხოლოდ ერთი დღით დააკავებდნენ. ბადრი ქველიძე მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების ნონა ფილაურისა და ლალი აფციაურის შუამდგომლობა თვითმხილველი მოწმეების დაკითხვის თაობაზე მოწმეთა არსებობის ვითომდა დაუსაბუთებლობის გამო. პოლიციის ორმა თანამშრომელმა სასამართლოში მისცა ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, ვითომ მათ შეამჩნიეს “სამართალდამრღვევი”. სოდ-ის თანამშრომლმა ერეთელმა განაცხადა, რომ ქველიძე იდგა მარტო, ხოლო მეორე თანამშრომელმელის ინფორმაციით იგი იდგა 3 პირთან ერთად.

დაკავებულის განმარტებით მისი დაპატიმრებ მოხდა პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, რადგან იგი მარნეულში წარმოადგენს გაეთიანებული ოპოზიციის აქტიურ წევრს. მის მიმართ პოლიციის უკანონო ქმედება არ არის პირველი შემთხევა. ბადრი ასევე დაკავებული იყო პოლიციის მიერ არჩევნების დროს.

18:00   გლდანში პოლიციეს აკადემიასტან 200-300 ჯარის კაცი იცვლიდნენ თავიანთ ფორმებს დაცვის პოლიციეს ფორმებზე.

18:35  შეგვატყობინეს, რომ ქუჩაში მოხდა ი.ალასანიას პარტიის ერთ-ერთი წევრის დაკავება და ამ მომენტისათვის გორის სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი.

18:47  პატრულს აქვს გადაკეტილი თბილისი-საჩხერეს ავტომაგისტრალი, რის გამოც ვერ შემოდიან სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები.

18:50 გუშინ 16:00ზე ლილოს მიმდიბარე ტერიტორიაზე ნახა 47 სამხედრო მანქანა, რომელიც მიდიოდა ვაზიანისკენ.
 
09 04 2009 წელი
9:50 გომი _ საჩხერის გადასახვევი. მძღოლი რეკავს სატვირთო მანქანა (ლამით დატვირთული) არ უშვებს პატრული, ზურგს აქცევს და არ უხსნის მიზეზს.

9:55 მონიტორი გელა მთივლიშვილის ინფორმაციით პოლიციელები კახეთის ავტოსადგურებიდან არ უშვებენ ავტობუსებს და საამრშრუტო ტაქსებს

10:10 ჩალაუბანიდან ახმეტის გადასასვლელი ჩაკეტილია _ ნაროზაშვილი ლალი.

10:30 80 ყვითელი ავტობუსი დაძრულია გომბორის ტეკის გადასაკეტად კახეთის გზატკეცილზე;

10:45 დიდუბის ავტოსადგურში მძღოლებს თავი წარმოუდგინეს, როგორც სამოქალაქო დამცველები და გააფრთხილეს, რომ არ წავიდნენ ქანდა - ციხისძირის მიმართულებით, თორემ  ...

ახალი ამბები