კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჩი ცაგურია - მოძრაობა "რატომ"-ის წევრებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა

10 აპრილი, 2009

საზოგადოებრივი მოძრაობა "რატომ"-ის წევრებზე ნიღბოსნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული მოძრაობის" წევრმა დაჩი ცაგურიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ცაგურიას თქმით, თავდასხმა მოხდა ირაკლი ხუხუნეიშვილზე, ლაშა კოპალიანზე, ოთარ ჭელიძეზე, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეზე. "ისინი აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც სამი “ჯიპით” გადაუდგნენ შავსამოსიანი, ნიღბიანი, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული პირები. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ", - განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, "ჯიპებიდან" ორი "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის იყო, ხოლო ერთი  - "იქს-ხუთი" ბე-ემ-ვე-ს მარკის. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულებმა სახალხო დამცველის ოფისში ახსნა-განმარტება დაწერეს.

ცაგურიამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული "ჯიპები" ქალაქში დღეს კიდევ 3-4 ადგილას ნახეს. მისივე თქმით, სამებასთან აღნიშნული პირები თავს ასაკოვან ადამიანებსაც დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მოვუწოდებ მერაბიშვილს, შეწყვიტოს პროვოკაციები და თავი დაანებოს ადიანების დევნას. თუ სიკვდილის ბრიგადებს არ გააჩერებს, ქართველი ერის წინაშე პასუხს უმკაცრესად აგებს", - განაცხადა ცაგურიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები