კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჟან გუნავას განცხადებით, სოდი-სა და კუდ-ის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან

10 აპრილი, 2009

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბეჟან გუნავას განცხადებით, სოდი-სა და კუდ-ის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.

როგორც პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე ბეჟან გუნავამ განაცხადა, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 9 აპრილის ბაღში სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო კიდევ ერთი მომიტინგე ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

"ეს აქცია პათეტიკური არ არის, ვინმე რომ სცემონ და ჩვენ ამას მშვიდად ვუყუროთ. ამიტომ მოვუწოდებთ სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლებს, ერთი საათის ვადაში 9 აპრილის ბაღი დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავად ჩავალთ და ჩვენ გავათავისუფლებთ ბაღს და ქალაქს ამ ხალხისგან", - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

მისივე ინფორმაციით, 9 აპრილის ბაღის გარდა სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლები მეტროს სადგურებთანაც არიან თავმოყრილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები