არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მშვიდობიანი მიტინგის დარბევის გამო შეშფოთებულია. როგორც ცნობილია, 11 აპრილს, გვიან ღამით დასუფთავების სამსახურის უნიფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა, პარლამენტის წინ არსებული მედეაცენტრი დაარბია. დაზიანდა დინამიკები და ტრიბუნა. დარბევის დროს აქცია დაშლილი იყო და პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულია სამი მათგანი. ინციდენტი გადაიღო რამდენიმე სათვალთვალო კამერამ. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, შსს-მ უარი უთხრა ომბუდსმენს ჩანაწერის მიცემაზე, საზოგადოებრივმა დამცველმა გამოაქვეყნა, ავტომანქანების სანომრე ნიშნები და გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს მათი მფლობელების დადგენა.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ასევე ითხოვს სათვალთვალო ჩანაწერების სრულად გამოქვეყნებას. ორგანიზაცია ძალის გამოყენებას და აქციის დარბევას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევას უწოდებს, გმობს საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი"