კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში პენსიას ითხოვენ

13 აპრილი, 2009

დღეს დილიდან ხმაური იყო ფოთის საპენსიო განყოფილებაში. პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას ითხოვენ.

როგორც პენსიონერები ამბობენ, თანხის დაგვიანება მათ მრავალ პრობლემას უქმნის, რადგან კომუნალურ გადასახადებს სწორედ პენსიიდან იხდიან. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი პენსიებს დროულად ვერ მიიღებენ, ცენტრალური მაგისტრალის პარალიზებას მოახდენენ.

ფოთის სოციალური სუფსიდიების სააგენტოს უფროსი ინგა ღვინჯილია აცხადებს, რომ საპენსიო მოთხოვნა ყოველი თვის 3 რიცხვში იგზავნება, ის კი, თუ რა მიზეზით გვიანდება პენსიების გაცემა, მისთვის გაურკვეველია.

სახალხო ბანკის ფოთის ფილიალის ინფორმაციით, საპენსიო თანხების გაცემა ხვალიდან დაიწყება.

როგორც  გახდა ცნობილი, სახალხო ბანკი სესხების გაცემას ფოთში ხვალიდან განაახლებს. "სახალხო ბანკის" ფოთის ფილიალის მმართველის დავით პაჭკორიას განცხადებით, თავდაპირველად სესხების გაცემა პრიორიტეტული იქნება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან სოციალურ თანხებს "სახალხო ბანკის" ქსელის მეშვეობით იღებენ. ესენი არიან: პენსიონერები და შემწეობების მიმღებნი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები