კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ხალხის პარტიის', პარტია 'თავისუფლებისა' და 'ალიანსი საქართველოსთვის' სამი წევრი ნაცემია

15 აპრილი, 2009

“ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი ნაცემია.

გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.

როგორც გიზო სართანიამ განაცხადა, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ ორი “მერსედესის” და ერთი “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით და სასტიკად გაუსწორდნენ.

“თავში გვირტყამდნენ, დამაგდეს ძირს და ფეხით მირტყამდნენ”, - განაცხადა გიზო სართანიამ. ჰამლეტ გულორდავას თქმით კი, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. როგორც მან აღნიშნა, ყველას ამოცნობა შეუძლია.

როგორც ოპოზიციონერმა თეო ტლაშაძემ განაცხადა, დაზარალებულები ადრე ზუგდიდში აგიტაციას ეწეოდნენ და ჯერ კიდევ მაშინ დაემუქრნენ ანგარიშსწორებით. ამ წუთებში ავლაბრის რეზიდენციასთან საზოგადოებრივი დამცველისა და სახალხო დამცველის თანამშრომლები იმყოფებიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები