კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით გამყრელიძის ინფორმაციით, 'მემარჯვენეების' ერთ-ერთი წევრი დავით უჯმაჯურიძე გაიტაცეს და მანქანა დაუწვეს

16 აპრილი, 2009

დავით გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს “მემარჯვენეების”  ერთ-ერთი წევრი დავით უჯმაჯურიძე გაიტაცეს, სცემეს და მანქანა დაუწვეს.
ამის შესახებ დავით გამყრელიძემ ტელევიზიასთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 16:00 საათზე  დავით უჯმაჯურიძე,  რომელიც  დროს პარლამენტის წევრიც იყო, სუპერმარკეტ ბიგბენთან თავისივე მაქანით გაიტაცეს, პირზე ააკრეს ე.წ. სკოჩი, ცემეს, გაიყვანეს ქალაქ გარეთ და დააგდეს საგურამოში, ხოლო ცეცხლწაკიდებული მანქანა  ვაშლიჯვარში გადააგდეს.

“უჯმაჯურიძე არის სტიქაროსანი. მას სტიქარი ედო მანქანაში, მიდიოდა საღამოს ლოცვაზე და სწორედ ამ დროს მოხდა გატაცება. ეს არის ამ კრიმინალური ხელისუფლების კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი ჩვენს დასაშინებლად. თუმცა,  იმედი გვაქვს, რომ ასეთ ფაქტებს უკვე აღარ ექნება ადგილი, ვინაიდან ეს ხელისუფლება აღარ იქნება ადგილზე”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
 

ახალი ამბები