კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა მაისურაძე აგენტობას უარყოფს

22 აპრილი, 2009

რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, მოსკოვში ქართველი აგენტის მამუკა მაისურაძის დაკავების შესახებ, თავად მაისურაძე კატეგორიულად უარყოფს.

მამუკა მაისურაძე თბილისში იმყოფება და მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია ქართული მედიასაშუალებებითაც გავრცელდა, იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მივიდა.

მაისურაძის განცხადებით, მას რუსული სპეცსამსახურები აიძულებდნენ მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ჰქონდა ურთიერთობა ჩეჩნურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

- კავშირი რომ მქონოდა ტერორისტებთან, როგოც თავად ამბობენ, მე ხომ ისინი დამიჭერდნენ", - აღიშნა მაისურაძემ.
გუშინ  რუსული საინფორმაციო სააგენტოები სოჭში ქართველი აგენტის მამუკა მაისურაძის დაკავების შესახებ იუწყებოდნენ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ხელმძღვანელობის დავალებით მაისურაძე 2007 წელს სოჭში, როგორც უკრაინის მოქალაქე, ისე ჩავიდა. უკრაინის მოქალაქეობა და სხვა საჭირო დოკუმენები მაისურაძემ ქართული სპეცსამსახურების დახმარებით, უკრაინული კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღო. მამუკა მაისურაძემ ქართული დაზვერვის სამსახურის თანხებით სოჭში ინტერნეტკაფე გახსნა, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტისთვის იყენებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაისურაძეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა.

წყარო „რუსთავი2“

ახალი ამბები