კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციას რეგიონებიც უერთდებიან

22 აპრილი, 2009

"ეროვნული ფორუმის" ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დღეიდან დასავლეთ საქართველოდან და კახეთის რეგიონიდან ჩამოსული კოლონებიც შეუერთდება. ამის შესახებ  "ეროვნული ფორუმის“ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.-"დღეიდან აქციები სხვა ფორმით გაგრძელდება. დილიდან ბათუმიდან ხალხის კოლონა დაიძვრება, რომელსაც გზადაგზა იმერეთის, გურიის და შიდა ქართლის მოსახლეობა შეუერთდება, ოდნავ მოგვიანებით კი კოლონა კახეთიდან წამოვა", - განაცხადა მელაშვილმა. ამასთან, მან სამოქალაქო კომიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თბილისის კომიტეტებში რიგები დგას და მოსახლეობა დიდი აქტივობით ეწერება".

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები რეგიონებში გასვლას იწყებენ. წინასწარი ინფორმაციით, ლიდერები განაწილდებიან და მოსახლეობის მობილიზებას სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და ლიდერი უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციამ საპროტესტო აქციების III – "გადამწყვეტი" ეტაპი დაიწყო.

წყარო „პირველი“

ახალი ამბები