კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები დააჯარიმა

22 აპრილი, 2009

საპატრულო პოლიციამ სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის წარმომადგენლებს, ჯარიმა უმიზეზოდ გამოუწერა. დღეს, ბათუმიდან ოპოზიციური პარტიის აქტივისტების ნაწილი თბილისში აქციაზე მიემგზავრებოდა,  თბილისისკენ მიმავალ კოლონას სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ახლდნენ. საპატრულო პოლიციამ ისინი 100 ლარით დააჯარიმა.

„დავინახეთ, რომ საპატრულოს გაჩერებული ჰყავდა რამდენიმე მანქანა კოლონის დასაწყისში და ჩვენ მათკენ წავედით, რომ გაგვერკვია რა ხდებოდა. საპატრულო პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაგვაჯარიმა“, აღნიშნა სახალხო დამცველის რწმუნებულმა ბათუმში, გიორგი ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ კიდევ ორი მძღოლი დააჯარიმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები