კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო სამი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება

23 აპრილი, 2009

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარასტი 21 აპრილს მიესალმა სამი აზერბაიჯანელი  ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ორო მათგანი   აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოვიდა ციხიდან, ხოლო მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მიკლოშ ჰარასტიმ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში, იმედი გამოთქვა, რომ  აზერბაიჯანში,  სულ მალე,  ცილისწამების მოტივით აღძრული  საქმეების განხილვა ევროპის სტანდარტების შესააბამისად მოხდება. ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, აღნიშნა ჰარასტიმ,  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ  ბოლო ხანს გაკეთებული განცხადებები იძლევა.

ჰარასტიმ აზერბაიჯანის ხელისუფალთ მოუწოდა,  მომავალში თავი აარიდონ ჟურნალისტების დაპატიმრებას ცილისწამების მოტივით.

„თქვენი პოზიტიური მიზნები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნაყოფიერი, თუ ისინი საკანონმდებლო  ცვლილებებში აისახება,“ აღნიშნა ჰარასტიმ. მან შესთავაზა აზერბაიჯანს მოახდინოს ცილისწამების დეკრიმინალიზაცია.

ამავე დროს, ჰარასტიმ თავის წერილში შეშფოთება გამოთქვა  ახლახანს მიღებული, მაგრამ ჯერ კიდევ ხელმოუწერელი  ორი კანონის გამო, რომელიც მედიასა და ტელე-რადიო მაუწყებლობას შეეხება.

ეუთოს წარმომადგენელმა მოუწოდა, რომ ეს კანონები   საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების შესაბამისად გადამუშავდეს.

„იმედი მაქვს, ბოლოდროინდელი პოზიტიური ტენდენცია ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სულ მალე,  გავლენას იქონიებს ტყვეობაში დარჩენილი ჟურნალისტების - ეინულა ფატულაიევის, განიმატ ზაჰიდოვის და მუშფიქ ჰუსეინოვის ბედზე,“ თქვა ეუთოს წარმომადგენელმა.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები