კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ალიანსი საქართველოსთვის" მხარდამჭერთა მიმართ ზეწოლის ფაქტებს ავრცელებს

24 აპრილი, 2009

“ალიანსი საქართველოსთვის“ წევრის სოფო ხორგუანის ინფორმაციით, ბოლო დღეებში “ალიანსის" წარმომადგენლებზე სამეგრელოში ზეწოლა განხორციელდა, რაც თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერთა ჩამოყვანისთვის ხელის შეშლას უკავშირდება.

“22-23 აპრილს ხობში “ალიანსის" მიერ მობილიზებული ავტომობილების საბურავები დაჭრეს და ბენზინის ავზებში შაქარი ჩაყარეს. 23 აპრილს ხობსა და აბაშაში ჩვენს აქტივისტებს დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუქარის ზარები განხორციელდა შემდეგი სატელეფონო ნომრებიდან: 891 63 35 38; 891 63 35 42; 895 23 66 97.", - განაცხადა ხორგუანმა.

მისივე თქმით, “ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა პოლიციას მიმართეს და სატელეფონო ნომრები გადასცეს.

სოფო ხორგუანის ინფორმაციით, 23 აპრილს ზუგდიდში უცნობმა პირმა “ალიანსი საქართველოსთვის” აქტივისტებს ბიჭი ჯანჯღავასა და ირაკლი ჯოჯუას დაურეკა და ოფისში მისვლა სთხოვა. სახლიდან გამოსულები საპატრულო პოლიციამ გააჩერა და სიმთვრალეზე შეამოწმა, ჯარიმა გამოუწერა და მანქანები ჩამოართვა. ჯანჯღავამ და ჯოჯუამ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, უფროსებისაგან აკრძალული გვაქვსო. საპატრულო პოლიციამ ჯანჯღავასა და ჯოჯუას მანქანები საჯარიმო მოედანზე გადაიტანა.

“ამავე დღეს ზუგდიდში კობა ხუფაცარიას, რომელიც თბილისში წამოსვლას აპირებდა, ავტომობილის სახელმწიფო ნომრები მოპარეს. დღეს კი ჩხოროწყუში _ პოლიციამ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბადრი ჯგუბურია და იმედა გიქოშვილი დააკავა და ზუგდიდში გადაიყვანა. ნარკოლოგიური შემოწმებით სიმთვრალე არ დადასტურდა, თუმცა ჯარიმა მაინც გამოუწერეს. საპატრულო პოლიციამ ჯგუბურიასა და გიქოშვილის მანქანები საჯარიმო მოედანზე გადაიტანა" , - აღნიშნა ხორგუანმა.

ამასთან, “ალიანსი საქართველოსთვის" მხარდამჭერთა 100-მდე მანქანა სამეგრელოდან თბილისისკენ მოემართება.

მათ გზად შეუერთდებიან იმერეთის, აჭარისა და გურიის კოლონები. გორში კი   - ქართლის კოლონა. კოლონები თბილისში 18:00 საათისთვის შემოვლენ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები