კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველს მომიტინგეებზე განხორციელებული ზეწოლის გამოძიების იმედი არ აქვს

27 აპრილი, 2009

სახალხო დამცველი და ოპოზიციური პარტიები გმობენ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის პროვოცირების კიდევ ერთ  მცდელობას.

სახალხო დაცველის ოფისში დღეს აჩვენეს მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც შს სამინისტროს აივანზე გადმომდგარი გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა ვასილ სანოძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პოლიეთილენის პარკი ესროლა.

ასევე,  კადრებიდან ჩანს, როგორ ესროლეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ოპოზიციის აქტივისტებს შს სამინისტროს შენობიდან ე.წ ტირის თოფიდან.
 სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, შემაშფოთებელი ის ფაქტი, რომ მიუხედავდ სანოძის ქმედებისა, ის მაინც რჩება შს სამინისტროში თანამდებობაზე;
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, არ არსებობს იმედი,  რომ ის 80-მდე შემთხვევა, რომელიც მომიტინგეებზე განხორციელებულ ძალადობას ეხება,  გამოძიებული იქნება. 

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები