კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობის “რატომ?” წევრებსა და მერიის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

27 აპრილი, 2009

მოძრაობის “რატომ?” წევრებსა და მერიის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

მოძრაობის წვერები მერიასთან აქციის გასამართად მივიდნენ და შენობის ცენტრალურ შესასვლელთან ე.წ. სტიკერების გაკვრას და წარწერები გაკეთებას ცდილობდენ, რაზეც მერიის დაცვის სამსახურმა  პროტეტი გამოთქვა, შემდეგ კი ეს ინციდენტი შეხლა-შემოხლაშ გადაიზარდა.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. მერიის დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მისცეს საშუალება, წარწერები გააკეთონ.

რაც შეეხება აქციის მიზანს, როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ქობალიამ განაცხადა, ისინი მერიასთან მივიდნენ, რათა მოუწოდონ გიგი უგულავას, დაემხარო წასვლაში მიხეილ სააკაშვილს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს წასვლა სურს, თუმცა მისი გარემოცვა არ აძლევს ამის საშულებას. თქვენ იცით ჩვენი აქცია  - “ყველას მინუს 5”. ჩვენ მსგავს აქციებს ჩავატარებთ ყველგან. მერაბიშვილს, ადეიშვილსა და უგულავას მოვუწოდებთ, სააკაშვილს წასვლაში დაეხმარონ. თუ უგულავას ამის სურვილი აქვს, თვითონაც თან გაყვეს”, - განაცხადა ნათია ქობალიამ.

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები