კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

’’ალიანსი საქართველოსთვის’’ ყვარლის შტაბის უფროს სასტიკად გაუსწორდნენ

28 აპრილი, 2009

„ალიანსი საქართველოსთვის’’ ყვარლის შტაბის უფროსსა და ’’რესპუბლიკური პარტიის’’ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვანო ლომიძეზე დღეს საღამოს თავდასხმა განხორციელდა.

როგორც  “რესპუბლიკელების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ვანო ლომიძე რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში საკანში ცხოვრობდა. იგი დღეს წავიდა ყვარელში, რათა თბილისში მიმდინარე აქციაზე ყვარლიდან მხარდამჭერები ჩამოეყვანა.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ყვარელში მიმავალს, ერთ-ერთ სოფელში, ტრასაზე მას ოთხი ადამიანი თავს დაესხა, გადმოაგდეს მანქანიდან და ხრამში გადაადგეს. შემდეგ ჩაყვნენ, სცემეს, მანქანა დაუწვეს და ტრასაზე დატოვეს. ’’რესპუბლიკური პარტიის’’ ლიდერები ვითარების გასარკვევად ამჟამად შემთხვევის ადგილზე მიდიან.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები