კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველზე ოპოზიციის ორ აქტივისტს თავს დაესხნენ

28 აპრილი, 2009

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი მიიყვანეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მეტრო ’’რუსთაველთან’’ უცნობები თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც ’’ინტერპრესნიუსს’’ ირაკლი კობახიძემ და ზაზა ელჩიბეგოვმა განუცხადეს, მიტინგიდან წასვლის შემდეგ, როდესაც სიგარეტის საყიდლად მაღაზიას ეძებდნენ, მეტრო „რუსთაველთან“ 20-30 ადამიანი დახვდათ და სასტიკად სცემეს.

დაზარალებულების თქმით, თავდამსხმელებს შორის არ იყვნენ ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები, ისინი იყვნენ რიგითი მოქალაქეები და მათ ყოველგვარი გასაუბრების გარეშე თავს დაესხნენ. მათივე განცხადებით, თავდამსხმელები არც სახეზე ეცნობოდათ, რადგან აქციაზეც არასოდეს უნახავთ.

როგორც "მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, სამწუხაროა, როცა მიტევების დღეს ხელსუფლება მომიტინგეებს ძალადობით მიმართავს. "დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და ამგვარი ფაქტები აღკვთოს",-აღნიშნა გამყრელიძემ.

დაზარალებულები ამ დროისთვის პარლამენტთან რჩებიან. მათ პირველადი სამედიციო დახმარება ადგილზე აქციის მონაწილეებმა ჩაუტარეს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები