კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ალიანსი საქართველოსთვის” ფოთის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დამტვრიეს

28 აპრილი, 2009

წუხელ, გვიან ღამით, “ალიანსი საქართველოსთვის” ფოთის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დამტვრიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს”  “ალიანსის”  ადგილობრივმა წარმომადგენელმა ირაკლი კაკულიამ განუცხადა. ამასთან, დაზარალებულის ვინაობის დასახელებისგან კაკულიამ, თავი შეიკავა.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვინაობას ვერ დავასახელებ. მომხდარის შესახებ ვაცნობეთ ფოთის პოლიციის სამმართველოს. ველოდებით მათ რეაგირებას, არ გვინდა, ჩვენი განცხადებებით გამოძიებას ხელი შევუშალოთ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ზეწოლის ელფერი, ამიტომაც ჩვენ საქმის კურსში ევროკავშირიც ჩავაყენეთ”,- განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც “ალიანსის” ოფისში თათბირს მართავდნენ.

“ავტომანქანა ოფისის ეზოში იდგა. თათბირის შემდეგ მანქანა მთლიანად დამსხვრეული დაგვხვდა“,-აცხადებს კაკულია.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები