კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფლების მოედანზე მყოფ აქციის მონაწილეებს უცნობმა პირებმა ფეკალური მასა ესროლეს

28 აპრილი, 2009

თავისუფლების მოედანზე მყოფ აქციის მონაწილეებს უცნობმა პირებმა ფეკალური მასა ესროლეს.

როგორც “ეროვნული ფორუმის” წევრმა როინ დიდებაშვილმა განაცხადა, საკნების წინ სკამზე ისხდნენ, კოლმეურნეობის მოედნიდან მაღალი სიჩქარით ამოვარდა შავი “ბე-ემ-ვე”, საიდანაც გადმოვიდა ორი პირი  და აქციის მონაწილეებს ფეკალური მასებით სავსე პარკები ესროლეს.

“ჩვენ მოვახერხეთ სკამიდან ადგომა და გაწევა, თუმცა მაინც მოგვესხა ფეკალური მასები”, - აღნიშნა დიდებაშვილმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, თავისუფლების მოედნამდე მანქანები თავისუფლად ამოდიან, აღნიშნული ავტომანქანის გამოჩენამდე კი კოლმეურნეობის მოედანი გარკვეულმა პირებმა გადაკეტეს, რათა “ბე-ემ-ვე”-ს მოძრაობაში ხელი არ შეშლოდა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები