შსს "რესპუბლიკელ" ვანო ლომიძის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს
29.04.2009
შინაგან საქმეთა სამინისტრო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვანო ლომიძის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს.
როგორც ეჭვმიტანილი აცხადებს, საკუთარ ავტომანქანას ცეცხლი გაპიარების მიზნით წაუკიდა.
„2008 წლის არჩევნებში „რესპუბლიკელების“ სიით ყვარლის რაიონში გავდიოდი კენჭისყრაზე. ყოველდღე პიარი მინდოდა, რომ ვიღაცამ ვიღაცას სცემა, ვიღაცამ ვიღაცა დააყაჩაღა. ვიფიქრე, გამოვიყენებდი სიტუაციას და საკუთარ მანქანას ცეცხლი წავუკიდე. მთავარი იყო გაპიარება",- განაცხადა ლომიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ვანო ლომიძის დამწვარი ავტომანქანისა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას იპოვეს ბოთლი. ბოთლის ექსპერტიზის ჩატარებისას დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო ნავთობპროდუქტი, კერძოდ ბენზინი. კრიმინალისტიკურმა სამსახურმა აღნიშნული ბოთლიდან ამოიღო ანაბეჭდი, რომელიც იდენტურია ვანო ლომიძის ანაბეჭდთან.
„გამოძიების მიერ, ასევე, დადგენილია, რომ ვანო ლომიძეს კუთვნილი ავტომანქანა დაზღვეული ჰქონდა სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ვანო ლომიძის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ ვანო ლომიძემ 27 აპრილს, 23:00 საათიდან 23:30 წუთამდე მოწმისგან შეიძინა ბოთლით 2 ლიტრის ოდენობის ბენზინი“-აცხადებენ შსს-ში.
წყარო „ინტერპრესნიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

