კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი შს სამინისტროს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

30 აპრილი, 2009

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღევანდელ  პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, 9 აპრილამდე და შემდეგაც არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის და ალბათ სწორედ ეს განაპირობებს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები გრძელდება.

“ფიზიკური შეურაცხყოფა რომ ხდება, ეს არ არის მხოლოდ ცემა. ამით საფრთხე ექმნება ქვეყნის დემოკრატიას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბოლო უნდა მოეღოს ისეთ სამარცხვინო მოვლენას, როგორიც არის ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიის საფუძველის ერთ-ერთი მიზეზი არის მედიამფლობელების დამოკიდებულება და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობა. კერძოდ, ჟურნალისტები იქცნენ პროპაგანდის იარაღად, რაც იწვევს გაღიზიანებას.

ამასთან, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ არ არსებობს ჟურნალისტების სოლიდარობა.
“არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ იქნებოდა, ყოველდღე რომ შეგვეხსენებინა ისინი ხელისუფლებისთვის. ჟურნალისტები ხშირად უარს ამბობენ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე, ამას მედიამფლობელები უკრძალავენ. ჟურნალისტებს სოლიდარობისკენ მოვუწოდებ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები