კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცვის პოლიციის 20-მდე თანამშრომელი წყნეთში დევნილების აქციის დარბევას შეეცადა

1 მაისი, 2009

დაცვის პოლიციის 20-მდე თანამშრომელი დღეს დაბა წყნეთში, თამარ მეფის № 54-ში 20-მდე აფხაზეთიდან დევნილის აქციის დარბევას შეეცადა. 
აქცია ყოფილი დეპუტატის ჯემალ საჯაიას საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების გამო 11 თებერვლიდან დაიწყო. 
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ალექსანდრე კოპალიანის ინფორმაციით, ავტომატური იარაღით შეიარაღებული 20-მდე პოლიციელი, დაახლოებით, 10.30 საათზე იმ 4 კარვის დანგრევას შეეცადა, რომელშიც აქციის მონაწილეები 11 თებერვლიდან იმყოფებიან. 
მისივე თქმით, დაცვის პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ არანაირი საბუთი, რომ ჰქონდათ აქციის მონაწილეების დარბევისა და საკნების დანგრევის უფლება.
ალექსანდრე კოპალიანის ინფორმაციით, დაბა წყნეთში დევნილებსა და  სამართალდამცავების შორის შეხლა-შემოხლა და დავა დილიდან გრძელდება.
       დეპუტად ჯემალ საჯაიას განცხადებით კი, შესაძლოა, პოლიციას დაევალა დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის # 54-ში ვითარების დარეგულირება, როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, მაგრამ მის საცხოვრებელს, რომელიც წყნეთში, თამარ მეფის ქუჩის # 54-ში მდებარეობს, სამართალდამცავების ინტერესის სფეროში არანაირად არ უნდა ხვდებოდეს.
       აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის საჯაიას მტკიცებით, მისი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება საქართველოს პარლამენტის წევრ დეპუტატ მერაბ სამადაშვილის სახელს უკავშირდება.
საჯაიას მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცავებმა  პირველად 2005 წლის ზაფხულში გამოასახლეს, მეორეჯერ კი - 2009 წლის 11 თებერვალს.
ჯემალ საჯაიამ კანონიერების აღდგენის მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

 წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები