კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი დამცველი “კონსერვატორ” თენგო ბერიძის დაჭრის ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

1 მაისი, 2009

საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენლები “კონსერვატორ” თენგო ბერიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელმა ონისე მებონიამ განაცხადა,  გამოძიება შემთხვევის ადგილზე 5 საათის დაგვიანებით გავიდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატები მივიდნენ თბილისის პოლიციის სამმართველოში  და კატეგორიულად მოითხოვეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სისხლის ნიმუშების აღება. ამ ხნისგანმავლობაში კი. შემთხვევის ადგილს იცავდნენ ადვოკატები და აქციის მონაწილეები.
მებონიას ინფორმაციით, აქამდე გამოძიებას არ დაუკითხავს თვითმხილველები, არ მოუხდენია იმ ფირების დათვალიერება, სადაც აღბეჭდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის აივანზე  მყოფი ვასილ სანოძე და სხვა სამი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში ტირის თოფი უჭირას. თენგო ბერიძის დაჭრა აღნიშნული კადრების გადაღებიდან 5 წუთის ინტერვალში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამ ტირის თოფით.
ადვოკატის თქმით, გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს ვასილ სანოძე და კადრში აღბეჭდილი სამი პირი. არ არის დანიშნული არც ერთი ექსპერტიზა.
“გამომძიებელმა არ გაჩხრიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ის ოთახი, რომლის ფანჯრიდანაც, თვითმხილველების მითითებით, მოხდა გასროლა”,-განაცხადა ონისე მებონიამ.

 წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები