კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა "სტუდენტები - ღირსეული საქართველოსთვის" ერთიანი სტუდენტური აქციებით იმუქრება.

5 მაისი, 2009

მოძრაობა "სტუდენტები - ღირსეული საქართველოსთვის" ერთიანი სტუდენტური აქციებით იმუქრება. "10 დღის წინ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიტანეთ განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ "პირველი არხი" არაობიექტურია და მოვითხოვეთ, დაწესებულიყო საზოგადოებრივი მონიტორინგი. ამ განცხადების შეტანის შემდეგ არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან გახელაძე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გია ჭანტურია შეგვხვდნენ და დაგვპირდნენ, რომ მოთხოვნა შესრულდებოდა. ასევე დაგვპირდნენ, რომ გაკეთდებოდა გადაცემა სახელწოდებით "საზოგადოებრივი მონიტორინგი", რომელსაც ჩვენს მიერ არჩეული წამყვანი გაუძღვებოდა, გადაცემის დასრულების შემდეგ კი მოიწვევდნენ ექსპერტებს, რომლებიც გადაცემას შეაფასებდნენ. თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. არ დავუშვებთ სტუდენტური აზრის უგულებელყოფას და ყოველდღე გავმართავთ აქციებს! ჩვენი ქმედებები იქნება რადიკალური, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში", - განუცხადა "პირველს" მოძრაობის წევრმა მურმან პატარაიამ. აღსანიშნავია, რომ მოძრაობაში "სტუდენტები - ღირსეული საქართველოსთვის" 17 უმაღლესი სასწავლებელია გაერთიანებული.

წყარო „პირველი“

ახალი ამბები