კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია „ნაწილობრივ თავისუფალია“

5 მაისი, 2009

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია „ნაწილობრივ თავისუფალია“ და „არათავისუფლების“ ზღვარზე იმყოფება. 
 ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეზობლებისგან ის განასხვავებს, რომ იქ საერთაშორისო მედია შეზღუდული არ არის.
„საქართველოში მედია ახლა სხვადასხვა მიზეზით ზუსტად ზღვარზეა ნაწილობრივ "თავისუფალსა" და "არათავისუფალს" შორის. საქართველო ბევრი მეზობლისგან იმით განსხვავდება, რომ შეინარჩუნა მაუწყებლობა - სატელევიზიო მაუწყებლობა, დამოუკიდებელი არხები და, ამასთან, აქვს საერთაშორისო მაუწყებლების ფართო ქსელი, განსხვავებით ბევრი მეზობლისგან, რომლებიც სირთულეებს უქმნიან საერთაშორისო მაუწყებლებს. საქართველოში ვითარება შემაშფოთებელია, მაგრამ ის რჩება სახელმწიფოდ, რომელიც თავს ამ სფეროში წარმოადგენს უკეთ, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ბალტიისპირეთის გამოკლებით”, - აცხადებს მედიის მდგომარეობას ანგარიშის თანაავტორი, Freedom House-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრისტოფერ უოკერი.
 “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში 2008 წლის მონაცემების მიხედვით მომზადდა. ანგარიშის შემდგენელთა დასკვნით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა, 12 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან ათში მასმედია „არათავისუფალია“. მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ მსოფლიოს ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე ათ ქვეყანას შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა: ბელორუსი, უზბეკეთი და თურქმენეთი.

ახალი ამბები