ხვალიდან ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს 72-საათიან ვადას აძლევს
05.05.2009
ხვალიდან ოპოზიცია თბილისის შემოსასვლელებისა და ცენტრალური ტრასების პიკეტირებას იწყებს, რომელიც გამაფრთხილებელი ხასიათის იქნება.
ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ ბრიფინგზე “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
5 მაისს, 16:00-17:00 საათმადე გაიმართება ავტომობილებით თბილისის შემოსასავლელების პიკეტირება. კერძოდ, პიკეტირება მოეწყობა ნატახატრის ტეკთან, კახეთის გზატკეცილზე, გომბორის ტეკთან და რუსთავი-მარნეულის გზაგასაყარ მოედანზე. 8 მაისს კი, გაიმართება პიკეტირება რეგიონების ცენტრალურ ტრასებზე.
“სააკაშვილს მიეცემა 72-საათიანი ვადა, რათა დააკმაყოფილოს ხალხის ნება გადადგომის თაობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციურად გადაბარების საკითხებზე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 11 მაისს ცენტრალურ ტრასაზე მოეწყობა ავტომობილებით პიკეტირება, პოკეტირების ადგილები კი, 10 მაისს გამოცხადდება”, - ნათქვამია 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბის განცახდებაში, რომელიც გუბაზ სანიკიძემ წაიკითხა.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ეს გადაწყვეტილება შტაბმა იმის გამო მიიღო, რომ ხელისუფლებამ ყურად არ იღო ხალხის მოთხოვნა.
“ერთი თვის მანძილზე ასეულ ათასობით ჩვენმა მოქალაქემ დააფიქსირა ნება მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომის შესახებ, თუმცა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ აქვს უნარი, საზოგადოებას შექმნილი კრიზისიდან რაიმე გამოსავალი შესთავაზოს. პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ საერთოდ შეაჩერეს თავიანთი ფუნქციონირება”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?